კალათის ნახვა “2021 Mukuzani RED DRY” დაემატა თქვენ კალათაში.
2023 ხიხვი ქვევრი თეთრი მშრალი
20,50 ₾
დამზადებულია კახური ტრადიციული ქვევრის მეთოდით, ვაზისუბნის მიკროზონაში მოკრეფილი უმაღლესი ხარისხის ხიხვის ჯიშის ყურძნისგან. ღვინომ გაიარა 7 თვიანი (ხანგრძლივი) მაცერაცია. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კომშის, გარგარის და თაფლის არომატები. გამოირჩევა რბილი, სასიამოვნო ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით.
ტექნიკური მონაცემები
მოსავლის აღების დრო: 2022 წლის 19-25 სექტემბერი
ფერმენტაცია: 30 დღე
ღვინის კომპოზიცია: 100% ხიხვი
წარმოების რაოდენობა: 940 ბოთლი
ალკოჰოლის შემცველობა: 11.0%
მჟავიანობა: 4.6 გრ/ლ
საერთო შაქარი: 2.59 გრ./ლ
მიკროზონა/რეგიონი: გურჯაანი კახეთის რეგიონი
ვინიფიკაცია
მოსავალი აღებულია ადრეულ შემოდგომაზე, მუკუზნის მიკროზონაში გაშენებული
ხიხვის ვენახებიდან. ღვინო დადუღებულია ქვევრში ტრადიციული კახური მეთოდით და დავარგებულია ქვევრშივე კანსა და წიპწასთან სრულ კონტაქტში, 14 თვის განმავლობაში. ჩამოსხმამდე გაფილტრულია მსუბუქად. ხასიათდება ღია ქარვისფერი შეფერილობით, რბილი ტანინური სტრუქტურით, მკვეთრად გამოხატული ხილის და თაფლის ტონებით და არომატებით.
