ჯილდოები

ვინიტორის მორიგი დიდი წარმატება აზიის ყველაზე მასშტაბურ ღვინის კონკურსზე Asia Wine Trophy 2025

2025 წელს, სამხრეთ კორეაში გამართულ კონკურსზე ვინიტორმა 2 წარდგენილი ღვინით 2 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა:

მუკუზანი 2022 (წითელი მშრალი) – დიდი ოქრო

საფერავი 2022 (წითელი მშრალი) – ოქრო

Asia Wine Trophy მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და ფართომასშტაბიანი ღვინის კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით იმართება. 2025 წლის 19-22 ოქტომბერს, მსოფლიოს 34 ქვეყნიდან წარდგენილი 4,300-ზე მეტი ღვინო სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ღვინის ექსპერტმა და პროფესიონალმა შეაფასა.