2022 საფერავი წითელი მშრალი

21,50 
ღვინის უძველესი ტრადიციებით ცნობილ საქართველოში, საფერავი ვაზის წითელყურძნიანი ჯიშების საუკეთესო წარმომადგენელია. ამ ღვინის განსაკუთრებულობას მუკუზნის მიკროზონის საფერავის უნიკალური თვისებების და მუხის ტონების ჰარმონიული შერწყმა განაპირობებს. მასში იგრძნობა მუხის, ალუბლის და მაყვლის არომატი და გემო, რაც აბალანსებს საფერავისთვის დამახასიათებელ მჟავიანობას.
ტექნიკური მონაცემები

მოსავლის აღების დრო: 2022 წლის 17-22 სექტემბერი
ფერმენტაცია: 30 დღე
დავარგება: 12 თვე მუხის კასრში
ღვინის კომპოზიცია: 100% საფერავი
კასრების რაოდენობა: 24 ცალი
ალკოჰოლის შემცველობა: 14.5%
მჟავიანობა: 6.1 გრ/ლ
საერთო შაქარი: 6.03 გრ./ლ
მიკროზონა/რეგიონი: მუკუზნის მიკროზონა, კახეთის რეგიონი

ვინიფიკაცია

კონუსური უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში ფერმენტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსტრაქციას, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი და სურნელოვანი არომატების, მდიდარი ფერების და რბილი, ელეგანტური ტექსტურებისა და ტანინების მიღწევას. ფერმენტაციის დასასრულს ღვინის კანისგან გამოყოფის შემდეგ,იგი გადატანილ იქნა მუხის კასრებში სრული მალოლაქტური ფერმენტაციისთვის, რათა გამოხატულიყო არომატების სინაზე და ექსპრესიულობა. დაძველების პროცესი, რომელიც დაახლოებით 12 თვეს გაგრძელდა, მიმდინარეობდა ნაწილობრივ ახალ და ნაწილობრივ ერთხელ გამოყენებულ 230 ლიტრიან ფრანგულ და ავსტრიულ მუხის კასრებში.