2021 მუკუზანი პრემიუმი წითელი მშრალი

Original price was: 38,50 ₾.Current price is: 30,80 ₾.
მუკუზანი პრემიუმი ლიმიტირებული რაოდენობის, 2021 წლის გამორჩეული მოსავლისაგან მიღებული შესანიშნავი ქართული ღვინოა. იგი მუკუზანის ვენახებში ხელით მოკრეფილი და გადარჩეული უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ღვინო გაჯერებულია კენკროვანი ხილის ინტენსიური არომატით, რომელიც მუხის კასრებში დაძველების შემდგომ შესანიშნავად ერწყმის მუხის ტონებს.
ტექნიკური მონაცემები

მოსავლის აღების დრო: 2021 წლის 21-23 სექტემბერი
ფერმენტაცია: 30 დღე
დავარგება: 18 თვე მუხის კასრში
ღვინის კომპოზიცია: 100% საფერავი
კასრების რაოდენობა– 6 ცალი
ალკოჰოლის შემცველობა: 15.0%
მჟავიანობა: 5.5 გრ/ლ
საერთო შაქარი: 4.0 გრ./ლ
მიკროზონა/რეგიონი: მუკუზნის მიკროზონა, კახეთის რეგიონი

ვინიფიკაცია

კონუსური უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში ფერმენტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსტრაქციას, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი და სურნელოვანი არომატების, მდიდარი ფერების და რბილი, ელეგანტური ტექსტურებისა და ტანინების მიღწევას. ფერმენტაციის დასასრულს ღვინის კანისგან გამოყოფის შემდეგ,იგი გადატანილ იქნა მუხის კასრებში სრული მალოლაქტური ფერმენტაციისთვის, რათა გამოხატულიყო არომატების სინაზე და ექსპრესიულობა. დაძველების პროცესი, რომელიც დაახლოებით 18 თვეს გაგრძელდა, მიმდინარეობდა ნაწილობრივ ახალ და ნაწილობრივ ერთხელ გამოყენებულ 230 ლიტრიან ფრანგულ და ავსტრიულ მუხის კასრებში.