2020 მუკუზანი წითელი მშრალი

30,10 
ეს შესანიშნავი პროდუქტი წარმოდგენილია საქართველოს ცნობილი მევენახეობის მიკროზონის, სოფელი მუკუზანის პრემიუმ კლასის ვენახებიდან. მუკუზანი ხასიათდება მუქი წითელი შეფერილობით, მუხის და მაყვლის არომატით. ეს ღვინო განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს.
ტექნიკური მონაცემები

მოსავლის აღების დრო: 2020 წლის 21-29 სექტემბერი
ფერმენტაცია: 30 დღე
დავარგება: 15-18 თვე მუხის კასრში
ღვინის კომპოზიცია: 100% საფერავი
კასრების რაოდენობა– 20 ცალი
ალკოჰოლის შემცველობა: 14.0%
მჟავიანობა: 5.5 გრ/ლ
საერთო შაქარი: გრ./ლ
მიკროზონა/რეგიონი: მუკუზნის მიკროზონა, კახეთის რეგიონი

ვერიფიკაცია

კონუსური უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში ფერმენტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსტრაქციას, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი და სურნელოვანი არომატების, მდიდარი ფერების და რბილი, ელეგანტური ტექსტურებისა და ტანინების მიღწევას. ფერმენტაციის დასასრულს ღვინის კანისგან გამოყოფის შემდეგ,იგი გადატანილ იქნა მუხის კასრებში სრული მალოლაქტური ფერმენტაციისთვის, რათა გამოხატულიყო არომატების სინაზე და ექსპრესიულობა. დაძველების პროცესი, რომელიც დაახლოებით 15-18 თვეს გაგრძელდა, მიმდინარეობდა ნაწილობრივ ახალ და ნაწილობრივ ერთხელ გამოყენებულ 230 ლიტრიან ფრანგულ და ავსტრიულ მუხის კასრებში.