ჩ ვ ე ნ ი ი ს ტ ო რ ი ა
1888
დ ა ს ა წ ყ ი ს ი
მიუხედავად იმისა, რომ მუკუზანის მარკით წითელი მშრალი ღვინოების წარმოება მრავალ ცნობილ საწარმოში მიმდინარეობს, უშუალოდ სოფელ მუკუზანში თითქმის მივიწყებული იყო ამ ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდი. ერთი-ორი ენთუზიასტის წამოწყების გარდა, სოფელში არ არსებობდა არც ერთი მეღვინეობა, რომელიც მუკუზანს დააყენებდა იმ მეთოდით, როგორც ამას ადგილობრივები აკეთებდნენ 1888 წლიდან მოყოლებული.
2019
საწარმოს გახსნა
ჩვენი უპირველესი მიზანიც სწორედ ეს იყო, უნდა შეგვეკრიბა ადგილობრივი სპეციალისტები, მევენახეები, ეთნოლოგები, მეღვინეები და სხვ. და წვლილი შეგვეტანა ამ სოფლის მეღვინეობის მდიდარი ისტორიის აღორძინებაში. ასე დავიწყეთ მოღვაწეობა 2019 წელს და ულამაზეს სოფელ მუკუზანში გავხსენით მცირე საწარმო, სადაც მხოლოდ ადგილობრივი მკვიდრნი არიან დასაქმებული და სადაც ვამზადებთ ღვინოებს განთქმული – მუკუზანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნის გამოყენებით.
2022
პირველი ჩამოსხმა
2022 წლის მარტში ჩვენ სიამაყით ჩამოვასხით საფერავისა და მუკუზანის წითელი ღვინოების პირველი 2020 წლის მოსავალი. ეს საწყისი პარტია წარმოადგენს ჩვენი გუნდის მონდომების, ტრადიციის და გამოცდილების ერთობლიობას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ გავუზიარეთ ეს დახვეწილი ღვინოები ჩვენს მომხმარებლებს. ამით დაიწყო მოგზაურობა ჩვენი ვენახებიდან თქვენს სუფრამდე და ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ ბევრი რთველის ერთად აღნიშვნას.
2022
მნიშვნელოვანი თარიღი
2022 წლის აგვისტოში, გავაფორმეთ პირველი კონტრაქტი წამყვან ჰიპერმარკეტების ქსელთან, Goodwill-თან, რითაც ჩვენი განსაკუთრებული ღვინოები ფართო აუდიტორიას მივაწოდეთ. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს სადისტრიბუციო და ლოგისტიკის კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება, პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის შესახებ. რამაც საშუალება მოგვცა ჩვენი ღვინოები ხელმისაწვდომი გაგვეხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2023
პირველი ექსპორტი
2023 წლის მარტში განვახორციელეთ პირველი ექსპორტი გერმანიაში, სადაც ჩვენი ღვინოები ხელმისაწვდომია ღვინის ონლაინ მაღაზიის საშუალებით, გავედით საერთაშორისო ბაზარზე და გავუზიარეთ მუკუზნის უნიკალური გემო გლობალურ აუდიტორიას.
2023
რებრენდინგი
2023 წელს განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის მიხედვით კომპანიამ შეიცვალა სახელი, „მუკუზანის ტრადიციული მეღვინეობის“ ნაცვლად კომპანიას ჰქვია – ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა.
2024
ახალი ღვინოები შეემატა ჩვენს კოლექციას
2024 წლის მარტში გავაფართოვეთ ჩვენი კოლექცია განსაკუთრებული ახალი ჯიშებით: პირველად ჩამოვასხით თეთრი ღვინოების ხაზი, ხიხვი (ევროპული სტილი) და ხიხვი (ქვევრის ქარვისფერი ღვინო). ასევე, ჩამოვასხათ ჩვენი ახალი ვარდისფერი ღვინო – Vini Rosa.
2024
ორი ოქროს მედალი
ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობამ ორი ოქროს ჯილდო მოიპოვა!
2024 წლის ზაფხულში, ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობამ მონაწილეობა მიიღო MUNDUS VINI 35-ე საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ყოველ წელს ტარდება გერმანიაში და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური კონკურსი მსოფლიოში. კონკურსზე კომპანია წარდგენილი იყო ორი სახეობის ღვინით:
- 2020 წლის წითელი მშრალი ღვინო საფერავი
- 2020 წლის წითელი მშრალი ღვინო მუკუზანი
მოხარულნი ვართ ავღნიშნოთ, რომ ორივე ღვინო ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
2024
ოქროს ჯილდო
ვინიტორი მუკუზნის ტრადიციული მეღვინეობა საფერავის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა!
ასოციაცია “ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის 6-7 ივლისს, საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. კონკურსზე “ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა” წარდგენილი იყო 2020 წლის და 2021 წლის წითელი მშრალი ღვინოებით – საფერავი და მუკუზანი, ასევე 2022 წლის ვარდისფერი მშრალი ღვინით – ვინი როსა. მოხარულნი ვართ ავღნიშნოთ, რომ კომპანიის მიერ, კონკურსზე წარდგენილმა ყველა ღვინომ ჯილდო დაიმსახურა. 2021 წლის საფერავი ოქროს მედლით დაჯილდოვდა და კონკურსში მონაწილე ღვინოებიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 93,4 ქულა მიიღო. 2021 წლის მუკუზანმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ხოლო ვინი როსა ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს 2020 წლის საფერავმა და მუკუზანმა.
2024
3 ჯილდო
ვინიტორი მუკუზნის ტრადიციული მეღვინეობა, საერთაშორისო კონკურსზე, 3 ჯილდოს მფლობელი გახდა!
ღვინის მე-16 საერთაშორისო კონკურსზე რომელიც 7-9 ივნისს თბილისში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის Wine Expo-2024 ფარგლებში გაიმართა, 2020 წლის წითელი მშრალი ღვინო მუკუზანი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ამავე გამოფენაზე, ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ 2020 წლის წითელი მშრალი ღვინო საფერავი და 2023 წლის თეთრი მშრალი ღვინო ხიხვი.
მუკუზანი
ჩ ვ ე ნ ი წ ვ ლ ი ლ ი ტ რ ა დ ი ც ი ე ბ ი ს მ ი მ ა რ თ
ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობაში, ჩვენი ერთგულება მეღვინეობის ტრადიციული ტექნოლოგიისადმი უზრუნველყოფს, რომ თითოეული ბოთლი მოგვითხრობს მდიდრული მემკვიდრეობისა და საუკუნო გამოცდილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ მუკუზნის ღვინის მოყვარულ და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს წლიდან- წლამდე კიდევ უფრო განსაკუთრებულ და ხარისხიან ღვინოებს შევთავაზებთ.